რეზონანსი
(22.04.2026)

1967 წელი. "ვეფხისტყაოსანი" რუსთაველის თეატრში. ავთანდილი - კოტე მახარაძე, თინათინი - მედეა ჩახავა" - ფეისბუქზე წერს საქართველოს ისტორიის მკვლევარი, გოჩა ჭელიძე და უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს.

ირკვევა, რომ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, მიხეილ თუმანიშვილმა, "ვეფხისტყაოსნის" 800 წლის საიუბილეო საღამო გამართა, სადაც თეატრის წამყვანი სამსახიობო დასი უკვდავი პოემის სტროფებს კითხულობდნენ.

როგორც "ზმნასთან" მაკა მახარაძე იხსენებს, ამ საღამოს ჰქონდა არა თეატრალური წარმოდგენის, არამედ მხატვრული კითხვის ფორმა. 

"მე მაშინ 17 წლის ვიყავი. მახსოვს, რომ მიხეილ თუმანიშვილმა რუსთაველის მცირე სცენაზე, პოეზიის საღამოს სტილში გააკეთა.

მახსოვს, დედას ნაცრისფერი ხავერდის კაბა ეცვა, შავი ქსოვილით გაწყობილი. მამას ვიზუალი მახსოვს, ფოტოდან, თუმცა ეს ფოტო მე არ მაქვს. კითხულობდნენ პოემიდან ამონარიდებს. თეატრალური არ იყო.

ბოლოს მახსოვს, რადიოდან მოვიდნენ და დედას "ოქროს ფონდისთვის" თინათინის წერილის წაკითხვა სთხოვეს. წაკითხვა არ მინდა, ზეპირად გეტყვითო. მედიკო 86 წლის იქნებოდა იმ დროს".

- რობერტ სტურუას რეზონანსული სპექტაკლი ნახეთ?

- ნახვის სურვილი და ინტერესი არ მაქვს. რომ "გამიტყდეს", არ მინდა. ასეთი გამოხმაურება რომ არ ჰქონოდა, არც მაშინ მომინდებოდა...

წყარო: zmna.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე