
აქტივისტი ლუკა ჭოხონელიძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მივიდა. საქმე ეხება ალბი კორძაიას მიერ მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას. ქალი აქტივისტი ირწმუნება, რომ მისი ინფორმაციით, ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა.
ჭოხონელიძე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ყველა ისნტანციაში იმბრძოლეს სიმართლის დასამტკიცებლად.
"არ ვაპირებ ბევრის ლაპარაკს, თუმცა ცალსახად რა მხარეც არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში მსგავსი ბრალდებების წაყენება ადამიანზე, მით უმეტეს თუ ეს არის მიზანმიმართული და ა.შ. არის კატეგორიულად მიუღებელი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რა მხარეც არ უნდა იყოს, იქნება ეს ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე საპირისპირო მხარე, თუ იქნება ჩემი მხარე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ცალსახად, მით უმეტეს მსგავსი სპეციფიკის ბრალდება არის ძალიან მძიმე ამბავი. ძალიან მძიმე ამბავია, რა თქმა უნდა, ჩემთვის, როდესაც მსგავს რაღაცას ვინმე საჯაროდ საუბრობს, სოციალურ ქსელში ასეთ ბრალდებას მიყენებს. ასევე, მგონია, რომ იმ ადამიანისთვისაც საკმაოდ მძიმე უნდა იყოს ეს ყველაფერი, ვინაიდან სიმართლე ყოველთვის აუცილებლად გამოჩნდება და აუცილებლად იზეიმებს, ამის მჯერა.
ჩემი პირველი ინტერესი გახლავთ ის, რომ ნებისმიერ ინსტანციაში მე ჩემი სიმართლე დავამტკიცო. რა მოტივი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ინდივიდს, ეს ჩემთვის გაუგებარია, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ნებისმიერ ინსტანციაში ჩემ სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ, მათ შორის კლანირებული სასამართლოს პრინციპშიც აუცილებლად დავამტკიცებ ჩემ სიმართლეს," - ამბობს ლუკა ჭოხონელიძე.
აქტივისტი ქალის, ალბი კორძაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურების მუხლით] დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



