რეზონანსი
(22.04.2026)

მარნეულში მომხდარ სისხლიანი გარჩევის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მარნეულის ცენტრში, რესტორან "აიდანში", საქორწინო სუფრაზე დაიწყო.

თვითმხილველების თქმით, დაპირისპირებაში ათამდე შეიარაღებული პირი მონაწილოებდა. როგორ ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირების მიზეზი არასაურველი მუსიკა გახდა, რაზეც პრეტენზია პატარძლის მხარემ გამოთქვა.

საბოლოოდ, ადგილზე პოლიცია იქნა გამოძახებული, თუმცა თითმხილველების თქმით, სამართალდამცველებს არაფერი მოუმოქმედებიათ და ტერიტორია მალევე დატოვეს. სწორედ ამის შემდეგ განახლდა კონფლიქტი, რაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

ცივი იარაღით დაჭრილია 35 წლის კაცი, რომელსაც მარნეულში "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში მკურნალობენ. ასევე, სახის ძლები აქვს დამტვრეული კიდევ ერთ პირს. 

როგორც ადგილობრივები "პირველებთან" საუბარში აცხადებენ, დაპირისპირებულ მხარე, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებდა, ადგილობრივი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ. 

ღამის საათებში მოხდა ჩხუბი რესტორან "აიდანში". ჩხუბის დროს ჩემი ნათესავი დაზარაებულია, დაჭრილია დანით და როგორც მოწმეებმა აღნიშნეს, იქ იყვნენ კრიმინალური სამყაროს წევრები ქორწილში. ქურდული სიმღერის გამო მოხდა ქორწილში ჩხუბი. ჩემი ნათესავი მორწმუნეა და ქურდული სამყარო და მსგავსი რაღაცეები არ უყვარს. კიდევ ერთი ჩვენი თანასოფლელი თბილისში წაიყვანეს. ძალიან ბევრნი იყვნენ, დაახლოებით რაოდენობა არ მითხრა, რადენნი იყვნენ. დაშავებული აქეთ მხარეს ორზე მეტია, - ამბობს ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინიტრომ მხოლოდ ერთი პირის დაკავების შესახებ გაავრცელე ცნობა. უწყების ცნობით 35 წლის კაცის დაჭრისთვის ხელბორკილები 21 წლის ახალგაზრდა კაცს დაადეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე