რეზონანსი
(22.04.2026)

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ქუთაისის მერის წარმომადგენლად ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბონდო ბალანჩივაძე დაინიშნა. ის წყალტუბოს მერის გენადი ბალანჩივაძის შვილია. გენადი ბალანჩივაძე უკვე ზედიზედ მეორედ წყალტუბოს მერად აირჩიეს როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი. 2012 წლამდე კი იგი "ნაციონალური მოძრაობის" მხურვალე მხარდამჭერი და თავგამოდებული დამცველი იყო. ადგილობრივებს კარგად ახსოვთ, თუ როგორ ავიწროებდა პირადად გენადი ბალანჩივაძე ბიძინა ივანიშვილის პარტიას და მის წარმომადგენლებს. მიხედავად ამისა, იგი და უკვე მისი შვილიც დღეს "ქართული ოცნების" მოწინავეთა რიგებში დგანან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



