
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებს და მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ. ორგანიზაციამ "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" დღეს პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ბრიფინგზე ითქვა, იმის მიუხედავად რომ მედიკამენტები კვლევის დასრულების ფაზაშია, მშობლების მოთხოვნა დასაბუთებულია.
"ჩვენი მიზანი არის ჩვენი შვილების გადარჩენა, იმ ბავშვების გადარჩენა, ვისაც აქვს აღნიშნული დიაგნოზი. მათ აქვთ სრული უფლება იმის, რომ ისწავლონ, განვითარდნენ, მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება. ჩვენ იმ რისკებს ვითვალისწინებთ, რაც შესაძლოა, იყოს ამ მკურნალობასთან დაკავშირებული, მაგრამ რისკები არის მინიმუმამდე შემცირებული და მით უმეტეს ვსაუბრობთ იმ დაავადებაზე, რომელიც არის ძალიან მძიმე, მკვლელი, ვერაგი დაავადება." - აცხადებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაქარია გვიშიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



