რეზონანსი
(22.04.2026)

ილია არჩუაძისა და ირინა ფარულავას ოჯახს 20 წლის განმავლობაში შვილი არ ჰყავდათ. ილიამ დადო პირობა თუკი ოდესმე შვილი შეეძინებოდათ, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩააბრძანებდა მამა გაბრიელის ხატს. 

„20 წლის განმავლობაში შვილი არ გვყავდა. დავდე ტაძარში პირობა, თუ მე და ჩემს მეუღლეს ბავშვი შეგვეძინებოდა, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩამოვაბრძანებდი მამა გაბრიელის ხატს. 

რომ გავიგე, რომ მამა გავხდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა გამეაზრებინა არ ვიცოდი. გავიყინე ადგილზე... სასწაულად გაგვიხარდა კი არა, მთელი სანათესაო ვტიროდით. ყველაზე მეტად ის მინდოდა, რომ ჩემი მეუღლე გამხდარიყო დედა. სულ იმას ვამბობდი, რომ უფალი ისე არ დაგვტოვებდა... 

მე პირობა შევასრულე. 5 დღე ვიყავი გზაში და სულ იმას ვფიქრობდი, რომ მივსულიყავი ადგილზე. შევთხოვდი, უფლო მიმიყვნე, შემასრულებინე პირობა, რომელიც დავდე. მართლაც შემასრულებინა ეს პირობა უფალმა, დედა ღვთისმშობელმა და მამა გაბრიელის ხატს რომ მივაბრძანებდი ამან შემაძლებინა ყველაფერი. გზაზე ბევრი კეთილი ადამიანი მხვდებოდა, თითქოს ისინი ღმერთმა გამომიგზავნა. ზოგი საკვებს მთავაზობდა, ზოგი წყალს მთავაზობდა. როდესაც ნახავდნენ, რომ ხატს მივაბრძანებდი, გზას მილოცავდნენ“, - ჰყვება ილია არჩუაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე