რეზონანსი
(22.04.2026)

ტირძნისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ მოზარდს თურქეთის კლინიკაში მკურნალობა სჭირდება.

,,ჯერ ისევ რეანიმაციაში იმყოფება. ოჯახი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. წინ ხანგრძლივი მკურნალობა ელოდება.. თურქეთში გადაყვანაც საჭირო ხდება. ვინც მცირედი დახმარებაც ძალიან მნიშვნელოვანია." - წერენ ოჯახის ახლობლები.

11 წლის გაბრიელს, 2026 წლის 13 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მანქანა დაეჯახა. მოზარდი მოპედით მოძრაობდა. შსს-ს ცნობით, მძღოლი დაკავებულია. გამოძიება მოძრაობის წესების დარღვევის და დაზარალებულის განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია მშობლების ანგარიშზე:

59001110209. რუსუდან..(დედა)

59001097745. ვ.ხ.. მამა.

qartli.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე