რეზონანსი
(21.04.2026)

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების მიმართულებით ახალ ამპლუაში იმუშავებს და აშშ-ში მოქმედი მონათესავე სტრუქტურების ქართული ანალოგის ხელმძღვანელი გახდება.

ანალიტიკოსის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურების კოორდინაციას გააძლიერებს და უწყებათაშორის თანამშრომლობას უფრო ეფექტიანს გახდის.

"უსაფრთხოების გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე თავის ახალ ამპლუაში იქნება აშშ-ში ფუნქციონირებადი მონათესავე სტრუქტურების ქართული ანალოგის ხელმძღვანელი. ის საკუთარ თავში გააერთიანებს ტულსი გაბარდის და მარკვინ მალინის ფუნქციებს - ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრუქტურების კოორდინაციას. ვუსურვოთ წარმატება ახალ ასპარეზზე, ჩვენს თავს კი მეტი უსაფრთხოება და სიმშვიდე.“ - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე