რეზონანსი
(21.04.2026)

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, 18 წლის ვახტანგ ლოლუამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში ქართველი ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ემინ სეფერშაევთან დამარცხდა და ტურნირზე ჩვენს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.
დღესვე ფინალურ ბლოკში რამაზ ზოიძე (77 კგ) ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ფრიდონ აბულაძე (63 კგ) კი - ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



