რეზონანსი
(21.04.2026)

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს.

„ველი, რომ დაბომბვას დავიწყებთ, რადგან ვფიქრობ, ეს უკეთესი პოზიციაა. სამხედროები მზადყოფნაში არიან“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა CNBC-ის.

ასევე, მისი თქმით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის გახანგრძლივება არ სურს და აშშ-ს მოლაპარაკებებში უფრო ძლიერი პოზიცია აქვს.

„ამის გაკეთება არ მსურს. ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს“, - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე