რეზონანსი
(21.04.2026)

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ერთმანეთს ორი ავტომანქანა გზაჯვარედინზე, ჭავჭავაძისა და ძმები რომელაშვილების ქუჩების კვეთაზე შეეჯახა. გზაჯვრედინზე მოძრაობა შუქნიშნით რეგულირდებოდა, თუმცა ახლადდამონტაჟებული ბოძი წაიქცა და შუქნიშანი გაუქმდა.

ქართლის ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე