
გასული დღეების განმავლობაში, მომღერალ მერაბ სეფაშვილის მეუღლის, ნინიკო ჯურხაძის შესახებ, რომელიც 5 აპრილს გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში არაერთმა ადამიანმა გაავრცელა ნინიკო ჯურხაძისადმი გამოსამშვიდობებელი ტექსტი და ემოციური პოსტი.
საზოგადოებისთვის ცნობილმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა არაერთმა ადამიანმა საჯაროდ გაიხსენა მერაბ სეფაშვილისა და ნინიკო ჯურხაძის სიყვარულის ისტორია და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა ამბავი.
ახლახან, „ფეისბუკის" ერთ-ერთმა გვერდმა გამოაქვეყნა არქივიდან ვიდეო, რომელშიც მერაბ სეფაშვილი ნატო გელაშვილის სიმღერას, „თეთრ კლავიშებს" ასრულებს. ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები მერაბ სეფაშვილს თანადგომას უცხადებენ და წერენ: „სულ სხვანაირად მოსასმენია ახლა ეს სიმღერა", „როგორი პატივსაცემია თქვენი სიყვარული, ზეცაში საკუთარი ანგელოზი გყავთ თქვენი უმშვენიერესი ნინიკოს სახით", „შეუდარებელი მერაბ სეფაშვილი, მაღალი რანგის მომღერალი, ქართული სიმღერების მეხოტბე!", „გაუსაძლისი ტკივილია საყვარელი ადამიანის გარეშე გათენებული დღე", „სულიერ სიმტკიცეს გისურვებთ", - წერენ მოქალაქეები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


