რეზონანსი
(20.04.2026)

 ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აშშ-ის მთავრობის მიმართ "ღრმა, ისტორიულ უნდობლობას" ინარჩუნებს და ამერიკელი ოფიციალური პირების მხრიდან გაჟღერებული "არაკონსტრუქციული და წინააღმდეგობრივი სიგნალები" გააკრიტიკა - წერს CNN-ი.

"ვალდებულებების შესრულება შინაარსიანი დიალოგის საფუძველია. აშშ-ის ოფიციალური პირების წინააღმდეგობრივი განცხადებები მწარე გზავნილს შეიცავს. ისინი ირანის კაპიტულაციას მოითხოვენ", - წერს პეზეშკიანი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

"ირანელები ძალას არ ემორჩილებიან", - დასძინა პეზეშკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე