
სამხრეთ ლიბანში ისრაელელი ჯარისკაცის მიერ ქრისტიანული სიწმინდის შებილწვამ ვაშინგტონში ისრაელის მხარდამჭერთა უკმაყოფილება და თელ-ავივის ოფიციალური პირების საგანგებო განმარტებები გამოიწვია. ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც კვლევები აშშ-ში ისრაელის მიმართ ნეგატიური განწყობების ზრდას აჩვენებს, ხოლო თავად ისრაელი რეგიონში რელიგიური ტოლერანტობის გარანტად პოზიციონირებს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ასახულია, თუ როგორ ურტყამს ისრაელელი ჯარისკაცი უროს ქრისტეს ქანდაკებას სამხრეთ ლიბანში. ადგილობრივების განცხადებით, ჯვარცმაზე აღმართული ქანდაკება დებელის განაპირას მდებარე ერთ-ერთი კერძო სახლის წინ იდგა. დებელი იმ მცირე დასახლებათა შორისაა, რომელიც მოსახლეობამ ისრაელ-ჰეზბოლას ომის დროს არ დატოვა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარს „უკიდურესად მძიმე" უწოდეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ჯარისკაცის ქმედება სრულად ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომელთაც ქვეყნის არმია თავისი მებრძოლებისგან მოითხოვს".
დებელის მრევლის წინამძღოლის, მამა ფადი ფლაიფელის მტკიცებით, მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება". უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ქრისტიანულ თემთან თანამშრომლობს, რათა „ქანდაკება თავის ადგილს დაუბრუნდეს".
პარასკევს, აშშ-ის შუამავლობით ისრაელსა და ლიბანს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ისრაელის ათასობით სამხედრო სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე ისევ რჩება. შეთანხმებამ ისრაელის თავდაცვის ძალებსა და შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლას" შორის მიმდინარე ექვსკვირიანი საომარი მოქმედებები შეაჩერა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ზავის პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც მონიშნულია ე.წ. „მოწინავე თავდაცვის ზონა", ტერიტორია, რომელზეც ისრაელი კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს. უწყების განცხადებით, მათი მიზანია, აღკვეთონ „ჰეზბოლას" მიერ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვება და შეაჩერონ დაჯგუფების წევრების მცდელობები, განახორციელონ ტრანსსასაზღვრო თავდასხმები.
ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება ირანის მხარდასაჭერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა და აშშ-მა თეირანის წინააღმდეგ ომი წამოიწყეს.
ლიბანის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელმა სამხედრო კამპანია 2 მარტს დაიწყო, რის შედეგადაც მილიონზე მეტი ლიბანელი დევნილად იქცა, ხოლო 2 290-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 177 ბავშვი და 100 სამედიცინო მუშაკი. ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, იმავე პერიოდში, „ჰეზბოლას" თავდასხმებს ისრაელის 13 ჯარისკაცი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
- ისრაელის თავდაცვის ძალები: „ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება".
უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ქრისტიანულ თემთან თანამშრომლობს, რათა „ქანდაკება თავის ადგილს დაუბრუნდეს"."
ისრაელელი ჯარისკაცისა და იესოს ქანდაკების ამსახველი ფოტო მალევე დაგმეს ამერიკელმა მემარჯვენეებმა. „საზარელია" , დაწერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა და ყოფილმა კონგრესმენმა, მეტ გეტსმა, რომელმაც აღნიშნული ფოტო საკუთარ გვერდზე გააზიარა.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში , რომელიც ისრაელის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა , ისრაელის მხარდაჭერა ბოლო დროს შემცირდა. ამერიკული კვლევითი ცენტრის, Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევით, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს ისრაელის მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვს, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 53% იყო.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ასახულია, თუ როგორ ურტყამს ისრაელელი ჯარისკაცი უროს ქრისტეს ქანდაკებას სამხრეთ ლიბანშიჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება ირანის მხარდასაჭერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა და აშშ-მა თეირანის წინააღმდეგ ომი წამოიწყეს.
ლიბანის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელმა სამხედრო კამპანია 2 მარტს დაიწყო, რის შედეგადაც მილიონზე მეტი ლიბანელი დევნილად იქცა, ხოლო 2 290-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 177 ბავშვი და 100 სამედიცინო მუშაკი. ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, იმავე პერიოდში, „ჰეზბოლას" თავდასხმებს ისრაელის 13 ჯარისკაცი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება". უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ქრისტიანულ თემთან თანამშრომლობს, რათა „ქანდაკება თავის ადგილს დაუბრუნდეს"."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



