რეზონანსი
(20.04.2026)

ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე სრულად უნდა გაიხსნას.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტი სი ძინპინი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს ესაუბრა.
სი ძინპინმა საუდის არაბეთის პრინცთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში „მშვიდობის აღდგენისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას“ მხარს უჭერს.
„ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ნორმალური საზღვაო ნავიგაციისთვის, რაც რეგიონის ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებში შედის“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



