
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორთან - მარკ ტერვაკოსკისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელდა. მხარეებმა ასევე განიხილესშინაგან საქმეთა სამინისტროსა და ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს შორის არსებულინაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
შეხვედრა უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებითტარდება. ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



