რეზონანსი
(18.04.2026)

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
„ძალიან კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპი ირანის შეიარაღებული ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის ხელახლა დახურვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„მათ ჰორმუზის სრუტის დახურვა კვლავ სურდათ, როგორც ამას მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდნენ, მაგრამ ჩვენს შანტაჟს ვერ შეძლებენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



