
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე - 1994 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებული მამაკაცი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



