რეზონანსი
(16.04.2026)

შსს-მ მარნეულის №4 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს შორის მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით იძიებენ, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ადგილობრივი გამოცემა “Marneulinews.ge”-ის ცნობით, ერთ-ერთმა მოსწავლემ თანატოლი საკანცელარიო დანით დააზიანა.

გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილი აქვს შემთხვევითობას, რადგან ბავშვები კლასში თამაშობდნენ. მოზარდები მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან. 

ინციდენტში მონაწილე და თვითმხილველი მოზარდები პოლიციამ დაკითხა. რაც შეეხება დაშავებულს, მას სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია. ამ დროისთვის უცნობია, გახდა თუ არა მოსწავლის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე