რეზონანსი
(04.04.2026)

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ირანის გარშემო კონფლიქტი გეოსტრატეგიულ ჩიხშია შესული.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ომის დასასრულებლად ძალისხმევა უნდა გაააქტიუროს.
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერდოღანმა და მარკ რუტემ განიხლეს რეგიონული და გლობალური საკითხები, ასევე საკითხები, რომლებიც ეხება ნატო-ს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



