რეზონანსი
(01.04.2026)

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ შეუფერხებლად მიმართონ სააგენტოს და ოფიციალურად მიიკედლონ მზრუნველობაში მყოფი ცხოველები.

„ამისათვის საჭიროა გამოგვიგზავნოთ წერილობითი მოთხოვნა სააგენტოს ელფოსტაზე: info@ama.gov.ge განცხადებას დაურთეთ: ძაღლის ფოტო, ასევე საჭდის ფოტო, რომელზეც იკითხება საჭდის ნომერი, მისამართი, სადაც გსურთ ძაღლის მიკედლება, ასევე თქვენი პირადი ნომერი და საკონტაქტო მონაცემები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე