რეზონანსი
(28.03.2026)

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ირანი პრევენციულ თავდასხმებს არ ახორციელებს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ირანის ინფრასტრუქტურა ან ეკონომიკური ცენტრები სამიზნედ იქცევა, თეირანი ძლიერ საპასუხო დარტყმას განახორციელებს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ირანი პრევენციულ თავდასხმებს არ ახორციელებს, მაგრამ თუ ჩვენი ინფრაქტრუქტურა ან ეკონომიკური ცენტრები სამიზნედ იქცევა, ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ. რეგიონის ქვეყნებს: თუ გსურთ განვითარება და უსაფრთხოება, ნუ მისცემთ ჩვენს მტრებს უფლებას, ომი თქვენი მიწებიდან აწარმოონ“, - წერს მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე