რეზონანსი
(23.03.2026)

 20 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პარსელთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების სამომავლო პერსპექტივებსაც.

ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე