რეზონანსი
(09.03.2026)

 ხელისუფლებამ გადადგა რამდენიმე საინტერესო ნაბიჯი და თუ კი მოხერხდა აღმოსავლური ძალების თავმოყრა სატრანზიტო წერტილში - საქართველოში, მაშინ ევროპის და ამერიკის ინტერესი ჩვენდამი გაიზრდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ "დებატების" ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს საქართველოს თავდაცვის ერთ-ერთი გარანტი იქნება.

"ხელისუფლებამ გადადგა რამდენიმე საინტერესო ნაბიჯი. არაბეთი - რაც გახდა ყბადაღებული თემა. შემოდის არაბეთის დიდი კაპიტალი, ამ დროს თურქეთიც გვერდით არის - ხომ არ ვიღებთ ისეთ სურათს, რომ საქართველო თავს უყრის დიდ აღმოსავლურ ძალებს, რომლის ტრანზიტის ინტერესი ექნება უკვე ევროპას. ანალოგიური მაგალითი გვაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დროს... ეს ხაზი რუსეთისთვისაც მიუღებელი იყო, რადგან რუსეთმა ააფეთქა სხვა ვინ ააფეთქებდა. ამ დაპირისპირებებშიც, რუსეთის როლზე ხელისუფლება ვერაფერს ვერ იტყვის, არ შეიძლება თქმა, არც პოლიტიკოსები არ უნდა ლაპარაკობდნენ, ექსპერტებს შეგვიძლია ყველაფრის თქმა. მაგრამ, პოლიტიკოსები ვერ იტყვიან, რადგან რუსეთს ახსენებენ თუ არა, რუსეთი ქოქავს ტანკს. ტანკი დგას ერთი საათს სავალზე. თუ კი მოხერხდა აღმოსავლური ძალების თავმოყრა სატრანზიტო წერტილში - საქართველოში, მაშინ ევროპაც და ამერიკაც, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემდეგ დაიწყო ევროპის ინტერესი ჩვენდამი, ასე გაიზრდება ევროპის ინტერესი საქართველოსადმი. ეს იქნება საქართველოს თავდაცვის ერთ-ერთი გარანტი", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე