რეზონანსი
(09.03.2026)

ამერიკაში მცხოვრებმა ცისნამი საყვარლიშვილმა მესამე წიგნი გამოსცა. აქედან პირველი მისი დღიურებია, მეორე - რეცეპტები, ხოლო მესამე საქართველოს ისტორია და ყოფა დამოუკიდებლობის აღდგენიდან ვარდების რევოლუციამდე. ავტორი "ამბებს" თავისი განცდებისადა შეხედულებების შესახებ ესაუბრა:

"ისე გან­ვიც­დი ახლა ჩემი მე­სა­მე წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ას რომ გული მიმ­დის. პირ­ვე­ლად უნდა წარვდგე ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე რო­გორც მწე­რა­ლი და ხმა­მაღ­ლა ვი­სა­უბ­რო სა­ქარ­თვე­ლო­ზე. 12, 13, 14 მარტს ტარ­დე­ბა დიდი კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც მთე­ლი ამე­რი­კის მას­შტა­ბით მწერ­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და ახალ წიგ­ნებს და ნა­მუ­შევ­რებს უზი­ა­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს, მწე­რალ­თა კლუბ­ში, მე­რი­ლენ­დის შტატ­ში. ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ვარ მე მიწ­ვე­უ­ლი, რო­გორც სპი­კე­რი, სა­დაც უნდა წარ­ვად­გი­ნო წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. იქ იქ­ნე­ბი­ან ცნო­ბი­ლი ნიუ-იორკ თა­იმ­სის ბესტსე­ლე­რი ავ­ტო­რე­ბი, იქ ვიქ­ნე­ბი მეც.

ჩემი მე­სა­მე გოგო და­ი­ბა­და. პირ­ვე­ლი გო­გო­ნა, ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნი, წი­თელთმი­ა­ნი გო­გო­ნას დღი­უ­რია, მე­ო­რე - წი­თელთმი­ა­ნი გო­გო­ნას რე­ცეპ­ტე­ბი, მე­სა­მე კი ეს ახა­ლი წიგ­ნია. სულ 4 შვი­ლი მყავს. კი­დევ ვა­პი­რებ ბევ­რის გა­ჩე­ნას. ეს რა თქმა უნდა ხუმ­რო­ბით, მაგ­რამ ჩემი წიგ­ნე­ბი ჩემი შვი­ლე­ბია. მყავს ირაკ­ლი და სამი წი­თელთმი­ა­ნი გო­გო­ნა...

ალექ­სან­დრე ძა­ლი­ან მგულ­შე­მატ­კივ­რობს, უკვე დავ­ჯავ­შნეთ სას­ტუმ­რო. ამ წიგ­ნის არ­სე­ბობ­და ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა­მე­თუ ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა ამე­რი­კულ კულ­ტუ­რა­ში და ერთხელ და სა­მუ­და­მოს მოხ­დეს ისე, რომ აღარ და­მი­ძა­ხონ, "Russian Girl!" სულ იმას ვყვი­რი, მე სა­ქარ­თვე­ლო­დან ვარ, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თი არ არის, სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ ჩემ­სა­ვით დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს, რომ­ლის ამ­ბი­ცი­ებს სამ­წუ­ხა­როდ ახლა, დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა კლავს.

გა­ყიდ­ვე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია და ინ­ტე­რე­სიც დი­დია. კარ­გი წიგ­ნია სა­სა­ჩუქ­რედ. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ყოფა, ის­ტო­რია, არ­სე­ბო­ბა და ბრძო­ლა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­დეგ. მუდ­მი­ვი ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე მაქვს აღ­წე­რი­ლი ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ სი­ნათ­ლე და გან­ვი­თა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას. ვი­მე­დოვ­ნებ, მე­ყო­ლე­ბა ბევ­რი მკი­თხვე­ლი და ჯან­სა­ღი კრი­ტი­კო­სი. მინ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­ვუგ­ზავ­ნო სა­ჩუქ­რად, რა­საც უეჭ­ვე­ლი მო­ვა­ხერ­ხებ. 

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბევ­რი კარ­გი რამ გა­ა­კე­თა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, მალე ვი­ვი­წყებთ კარ­გს და მხო­ლოდ ცუდი გვახ­სოვს. მინ­და ნა­ხოს თა­ვი­სი კარ­გი საქ­მე­ე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხებ ჩემს წიგნ­ში ვყვე­ბი და გა­ი­ხა­როს. გული მწყდე­ბა, რომ ასე სას­ტი­კად მო­ვე­ქე­ცით მას. ის იყო და არის დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა. ნე­ტავ არ ჩა­სუ­ლი­ყო, ამე­რი­კა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და აქე­დან დახ­მა­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს. მას დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­და, ასე უფრო და­ეხ­მა­რე­ბო­და ჩვენს ქვე­ყა­ნას. იმე­დია წა­ი­კი­თხავს ჩემს წიგნს", - განაცხადა ცისნამი საყვარლიშვილმა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე