რეზონანსი
(09.03.2026)

 ცისანა სეფიაშვილი მარიამ გაბედავასთან ინტერვიუში, „დილა მშვიდობისა საქართველოსთან" საუბრობს ბოლო დროს გავრცელებულ ჭორზე იმის შესახებ, რომ მის გამო დაინგრა მისი ახლანდელი ქმრის პირველი ოჯახი:

„მადლობა ამ შეკითხვისთვის, რადგან უნდა დასრულდეს ამაზე საუბარი. მე ოჯახი არ დამინგრევია, სიმართლე სულ სხვაა, მე და ჩემმა მეუღლემ წლების წინ გადავწყვიტეთ, რომ არ გავასაჯაროოთ ეს სიმართლე. მე ოჯახი არ დამინგრევია, სულ სხვა მიზეზით დაინგრა ოჯახი... ბევრ რამეს ვუწევთ ანგარიშს, იქით ბავშვები არიან. სიმართლე ძალიან ბევრმა იცის... არა უშავს, არ არის პრობლემა. მე მაქვს ასეთი დევიზი, როდესაც მართალი ხარ, ხარ ძალიან მშვიდად. უფალს არსად ეჩქარება..." - განაცხადა მომღერალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე