
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა.
სიტყვები, რომელიც მან საკუთარ სასამართლო პროცესზე წარმოთქვა: "ივანიშვილი არის დასამხობი, დასამხობია ყველა შესაძლო გზით, თუ დაჭირდება ძალა დასამხობია ძალით. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ. აუცილებლად. არ დაუჯეროთ არავის ვინც იტყვის, რომ შურისძიება არ იქნება".
ბაჩო ახალაიას ჩანაწერი უკვე გახდა პოლიტიკური შეფასებების თემა:
"ნაცები" კოლექტიური ახალაიას სახით და თვითონ პირდაპირ ბაჩანა ახალაიაც აცხადებს, რომ ისინი არ მოიშლიან თავისას. კვლავ საუბრობენ დამხობებზე, რევოლუციებზე. უბრალოდ ამ ადამიანებმა ვერ გაიაზრეს, რომ არ არის 2003 წელი, გარეთ 2026 წელია და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს სისხლიანი რეჟიმი და რას წარმოადგენენ მათი პატრონები. ბაჩანა ახალაიას მსგავს პირებს და ზოგადად კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ეს არაერთხელ არის ცნობილი. მათ შორის, ესენი არიან ის პირები, რომლებიც გარედან მიღებული დავალების შესაბამისად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 5-ჯერ ცდილობდნენ ჩვენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, აგენტურის და ყველაფერზე ხელმომწერი ადამიანების, სხვა ძალის წინაშე დაჩოქილი ადამიანების მოსვლას ხელისუფლებაში. და წარმოვიდგინოთ, ეს ადამიანები რომ იყვნენ ხელისუფლებაში რა ცოდვის კანონს დაატრიალებდნენ, როგორი იქნებოდა მათი შურისძიება. ამ ყველაფერზე ისინი პირდაპირ საუბრობენ, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილიც,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



