
მაშინ ყველაფერი გააკეთეს ევრობიუროკრატიამ და რადიკალურმა ჯგუფებმა, რომლებიც ევროპასთან ურთიერთობის ნორმალიზებას უშლიან ხელს, რომ ეს ვიზიტი არ ყოფილიყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტის ვიზიტზე საუბრისას.
მისი თქმით, იმედია მხოლოდ რეალობაზე დაფუძნებულ ინფორმაციას ჩაიტანენ და ანგარიშში, რომელსაც შემდეგ მოამზადებენ, რეალობა იქნება ასახული.
„გახსოვთ, რომ ეს ვიზიტი ცოტა ადრე უნდა შემდგარიყო. მაშინ ყველაფერი გააკეთეს ევრობიუროკრატიამ და რადიკალურმა ჯგუფებმა, რომლებიც ევროპასთან ურთიერთობის ნორმალიზებას უშლიან ხელს, რომ ეს ვიზიტი არ ყოფილიყო. ეს იმ ფონზე მიმდინარეობდა, როდესაც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ ფაქტობრივად აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა და ამ ფონზე არ უნდოდათ ჩამოსულიყო დელეგაცია. მესმის მაშინ რა წნეხის ქვეშ იყო ეუთო-ს მაშინდელი პრეზიდენტი და მას ბრალს არ ვდებ.
მართლა მაქვს იმედი, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამოსულები არიან, რეალურ მტკიცებულებებზე დაიწყებენ ლაპარაკს. ჩვენ ღია ვართ. ხვალ შედგება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრები ექნებათ რადიკალურ ოპოზიციასთან და სხვებთანაც, მაგრამ მათი ამოსავალი წერტილი იმედია იქნება ის, რასაც ამბობენ, რაიმე რეალურს ეფუძნება თუ არა. იმედი გამოვთქვათ, რომ მხოლოდ რეალობაზე დაფუძნებულ ინფორმაციას ჩაიტანენ და ანგარიშში, რომელსაც შემდეგ მოამზადებენ, რეალობა იქნება ასახული“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



