რეზონანსი
(09.03.2026)

მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ირანში მისია შესრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ჩართულია მისიაში, რომლის სამიზნეს „მსოფლიოში ტერორიზმის მთავარი სპონსორი - ირანის რეჟიმი“ წარმოადგენს.

მისი თქმით, აშშ-ის მიზანი „ირანის რეჟიმის მიერ რაკეტების გაშვების უნარისა და მათი წარმოების შესაძლებლობების განადგურებაა“.

„ჩვენ ამ მიზნის მიღწევის გზაზე ვართ. ყოველდღიურად ირანის რეჟიმს ნაკლები რაკეტა, ნაკლები გამშვები დანადგარი აქვს და მათი ფლოტი ნადგურდება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე