რეზონანსი
(09.03.2026)

ჟურნალისტი გია იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ამ დღეებში ერთ დავას წავაწყდი აქ, ფ-ზე. ვინმე ნათია ჯანაშია, რაღაც "ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან" ვინმე ირაკლი გილაურს, ისიც იმავე რაღაც "ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან" და რაღაც "საქართველოს კაპიტალიდან“, რაღაც თანხებს თუ წილებს ედავება.

ეს „ვინმეთა რაღაც“ ამბავი ჩემთვის, მხოლოდ პოლიტიკითა და ოდენ საჯარო სკოლებით დაინტერესებული ადამიანისთვის, არც საინტერესოა, არც მნიშვნელოვანი და არც ყურადსაღები, რომ არა ერთი ნიუანსი, უცნაური მრავალკუთხედის შექმნით რომ სრულდება. ამბავი მოკლედ ასეთია:

ეს ვინმე ნათია ჯანაშია ბრიტანეთში წასულა საჩივლელად და ნაცვლად იმისა, რომ იმ ვინმე გილაურს სასამართლოში ედავოს, საქართველოს სახელს უფუჭებს, ხელისუფლებას ოლიგარქიულს კორუმპირებულს უწოდებს და ქვეყანას, ფაქტობრივად, „რუსეთის მოყვარული ველურების კლუბად“ წარმოაჩენს.

ეგ კიდევ არაფერი... სასამართლოში წასვლამდე, ვინმე ნათია ჯანაშიას მავნე მაკულატურის - „ტაბულას“ - ყოფილი ჟურნალისტი, ვინმე ირაკლი მაჩაიძე დაუქირავებია და ისიც, იმის მაგივრად, რომ ვინმე ირაკლი გილაურს ედავოს, მიდგომია ბრიტანულ „ტელეგრაფს“ და საქართველოს ბიზნეს-გარემოს გადაწვა, ეკონომიკის გადაბუგვა, მთავრობისა და ყველა ბიზნესმენის დასანქცირება მოუთხოვია და ინვესტიციების გაქცევა დაუანონსებია, ცხადია, ამ ვინმე ნათია ჯანაშიაზე დაყრდნობით.

ამ ვინმე ნათია ჯანაშიას საქართველოში საქმეების დამლაგებლად ვინმე თეონა ბაღდავაძე შეურჩევია, რომელიც იმის მაგივრად, რომ ვინმე ირაკლი გილაურს ედავოს, დღეგამოშვებით ამერიკისგან ნინო წილოსანის, ხოლო ბრიტანეთისგან ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და მთელი საქართველოს დასანქცირებას ითხოვს.

ვისი ვისაშიაო, ამაზეა ნათქვამი.

აი, ხომ არ ვიცი აღნიშნული დავის თემა სრულად და დეტალები, მაგრამ ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა: ყოველთვის ის ტყუის, ვისაც „ტაბულები“, „ფორმულები“, შავნოდარები და თეონა ბაღდავაძეები უჭერენ მხარს.

ერთი მადარდებს: ამ ნათია ჯანაშიას და თეონა ბაღდავაძეს არავინ უთხრას, რომ 1979 წელს იყო „დინამო“-„ლივერპულის“ 3:0 და 1981 წელს „ვესტ ჰემი“-„დინამოს“ 1:4, თორემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ბრიტანული სანქციები არ ასცდება".

წყარო: for.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე