რეზონანსი
(09.03.2026)

ცნობილმა ბიზნესმენმა „მათე მოტორსის“ დამფუძნებელმა გელა ბარკალაიამ მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა და მოდელ რძალს სალომე სალაყაიას 8 მარტის აღსანიშნავად საჩუქარი გადასცა.

„გილოცავ რვა მარტს. არის რამე რაც არ გაქვს სალომე... ყველაფერი გაქვს, პირველ რიგში გაქვს სიყვარული, რომელსაც არაფერი არ სჯობს, არც ლამბორჯინი, არც ბუგატი და არ ფერარი. ყველაფერი გაქვთ და ვიფიქრე, ისეთ რამეს გავაკეთებ რომ სალომეს და მათეს ისტორიას დარჩეს...“ - ამბობს ვიდეოში ბიზნესმენი.

საჩუქარი კი სალომეს უზარმაზარი პორტრეტია, რომელიც როგორც მაკალათია ამბობს, ქუთაისელმა მხატვარმა სპეციალურად ამ დღისთვის დახატა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე