რეზონანსი
(05.03.2026)

 ტაივანის ფონდებიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის ანტისახელმწიფოებრივად პროვოკაციული განცხადება, თითქოს საქართველოში არსებობს ირანული სასწავლებელი, სადაც ტერორისტებს ზრდიან, პირდაპირ ემსახურება იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში აგიზგიზებული ომის ხანძარი საქართველოს გადმოსწვდეს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.

მისი განცხადებით, უცხო ქვეყნების გავლენის აგენტები, რომლებმაც პატრონების დავალებას თავი ვერ გაართვეს და რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვა ვერ შეძლეს, ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ამჯერად მაინც მიაღწიონ ქვეყანაში ბომბების ცეცხლს.

"ტაივანის ფონდებიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის ანტისახელმწიფოებრივად პროვოკაციული განცხადება, თითქოს საქართველოში არსებობს ირანული სასწავლებელი, სადაც ტერორისტებს ზრდიან, პირდაპირ ემსახურება იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში აგიზგიზებული ომის ხანძარი საქართველოს გადმოსწვდეს. უცხო სახელმწიფოთა გავლენის აგენტები, რომლებმაც პატრონების დავალებას თავი ვერ გაართვეს და უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს, ახლა ნემსის ყუნწში გაძვრებიან და მანამდე უკადრებელ რამეებსაც იკადრებენ, რათა ამჯერად მაინც მიაღწიონ საქართველოში ბომბების ცეცხლს, რასაც ხიდაშელის პოლიტიკური და იდეოლოგიური ტყუპისცალი ლომჯარია ჯერ კიდევ 4 წლის წინათ ნატრობდა. დიახ, ამათ ომი უნდათ! ოღონდ, სხვათა შვილების სისხლისა და სიცოცხლის ხარჯზე! აბა, ხიდაშელის თანამეცხედრე დავით უსუფაშვილს საქვეყნოდ აქვს გაცხადებული - მე ჩემ შვილებს სამშობლოსთვის არ ვზრდი და ქვეყნისათვის თავდადებას არ ვასწავლიო!

საქართველო დიდხანს ვერ ჩამოირეცხავს სირცხვილს, რომელსაც ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა და უსუფაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობა ჰქვია," - წერს ხუბუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე