რეზონანსი
(05.03.2026)

ქართული სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორის, დავით ალავიძის განცხადებით, სურსათის გარკვეული კატეგორიის 80-90% აქციების ფარგლებში იყიდება. ამის შესახებ დავით ალავიძემ ფასების საპარლამენტო კომისიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი პროდუქტებია: ზეთი, მარგარინი, კეტჩუპი, მაიონეზი და სხვა. 

"ბევრი საუბარი იყო, სად მიდის ეს აქციები.. იყო კითხვა - თუ არის განბაჟებული პროდუქციის ფასი 10 ლარია, თაროზე რა ფასი აქვს. უხეშად, 10-ლარიანი პროდუქცია იყიდება [აქციით] 12 ლარად, საიდანაც ნახევარი არის დისტრიბუტორის მარჟა, ნახევარი ქსელის მარჟა. პროდუქციის 80% იყიდება სააქციო ფასად, დანარჩენი 20% შეიძლება ღირდეს 16-17 ლარი, მაგრამ თუ აქცია არ არის, პროდუქტი არ იყიდება," - ამბობს დავით ალავიძე. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე