რეზონანსი
(05.03.2026)

აზერბაიჯანის ნახჭევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონების ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ.
მედიის ცნობით, ყველა დაშავებული ნახიჩევანის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორ მათგანს ბაროტრავმა აღენიშნება, ხოლო დანარჩენ ორს - ზურგის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება.
დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



