რეზონანსი
(04.03.2026)

მოლაპარაკებები გავმართე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

„საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომის ფარგლებში მოლაპარაკებები გავმართე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან. ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული  ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე