რეზონანსი
(04.03.2026)

ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი, რომელიც დღეს საღამოს თეირანში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადადების მიზეზად სახელდება უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი, რომელიც დაკრძალვაზე უნდა მისულიყო.

„დაღუპულ იმამთან დამშვიდობების ცერემონია გადაიდო. ახალი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება“, - აღნიშნულია, ირანის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ალი ხამენეი გასულ უქმეებზე თეირანზე მიტანილი აშშ-ისრაელის ერთობლივი იერიშის შედეგად დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე