რეზონანსი
(03.03.2026)

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, - ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„აქცენტს საერთო პრიორიტეტებზე ვაკეთებთ: უკრაინის მხარდამჭერი სესხის მიღება და სანქციების მე-20 პაკეტის მიღება", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილა.

„განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფართო გავლენა ენერგიის ფასებზე, ენერგოუსაფრთხოებასა და თავდაცვითი მასალების ხელმისაწვდომობაზე", - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე