რეზონანსი
(03.03.2026)

ქუვეითში, აშშ-ის საელჩო დაიხურა. განცხადებაში, რომელიც საელჩომ გაავრცელა, მიზეზად რეგიონში არსებული დაძაბულობა სახელდება. 

„რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის გამო, აშშ-ის საელჩო ქუვეითში დაიხურება შემდგომ შეტყობინებამდე. ჩვენ გავაუქმეთ ყველა დაგეგმილი და საგანგებო საკონსულო შეხვედრა. ჩვენ შეგატყობინებთ, როდესაც საელჩო ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას განაახლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე