რეზონანსი
(02.03.2026)

საფრანგეთი ბირთვული ქობინების რაოდენობას გაზრდის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ბირთვული დოქტრინის შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბრძანება გავეცი, რომ ჩვენს არსენალში ბირთვული ქობინების რაოდენობა გავზარდოთ. ჩვენი ბირთვული არსენალის შესახებ ინფორმაციას აღარ გავასაჯაროებთ“, - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქით, საფრანგეთის „როგორც კონკურენტები, ისე პარტნიორებიც განვითარდნენ“.

„შემაკავებელი ელემენტი ევროპულ კონტექსტში უნდა გაძლიერდეს. ევროპამ თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე