რეზონანსი
(18.01.2026)

ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას გრენლანდიის მიერთებასთან დაკავშირებით გავლენიანი ბრიტანელი ჟურნალისტი, პირს მორგნი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და არქტიკის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ალტერნატიულ ვერსიად ბრიტანეთის მიერ შეერთებული შტატების გამოსყიდვა დაასახელა. მისი გზავნილის ადრესატი კი პრეზიდენტი ტრამპი იყო.
„ბრიტანეთმა ამერიკა უნდა გამოისყიდოს. ბოლოს და ბოლოს, ის ერთ დროს ჩვენი იყო და ეს გააძლიერებდა ჩვენს ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოებას. თუ მას ჩვენ არ მოგვყიდით, პრეზიდენტო ტრამპ, ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს აშშ-ზე და ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც მხარს დაგიჭერთ ამ ძალიან კარგ გარიგებაზე წინააღმდეგობის გაწევაში. სამართლიანია?" - წერს მორგანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



