რეზონანსი
(16.01.2026)

ჯილდო ვანდალების მხილების სანაცვლოდ - შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო 100 000 დოლარს სთავაზობს მას, ვინც ბიუროს კუთვნილი რამდენიმე ავტომობილის დამზიანებლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
საუბარია მინეაპოლისში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც, გაქცევის მცდელობისას, უსაფრთხოების ოფიცერმა ვენესუელელი მიგრანტი დაჭრა. უწყების თანამშრომლების ადგილზე მუშაობისას, რამდენიმე პირმა FBI-ს მანქანები გაძარცვა და დააზიანა.
„თუ თქვენ ზიანს მიაყენებთ სამართალდამცველებს, გაანადგურებთ ფედერალურ საკუთრებას, FBI დაუყოვნებლივ დაიწყებს დევნას, გიპოვით და კანონის სრული სიმკაცრით გაგებინებთ პასუხს“, - წერს უწყების ხელმძღვანელი კაშ პატელი სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



