რეზონანსი
(09.01.2026)

მოქალაქე ჩივის, რომ გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ საახალწლო გალა-კონცერტზე 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა - ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო ქურდობის ფაქტის შესახებ მოქალაქემ პოლიციას 112-ის საშუალებით აცნობა.
როგორც რესტორნის მენეჯერმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, პოლიციამ რესტორანში უკვე ჩაატარა სამძებრო ღონისძიებები. ამ ეტაპზე, შსს-ს პრესცენტრი არ აკეთებს კომენტარს, თუ რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
ფოტო არ ასახავს რეალურ ბეჭედს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



