რეზონანსი
(04.01.2026)

სავსებით შესაძლებელია, ჩვენ იმ მომენტში ვიმყოფებით, როდესაც ირანელი ხალხი საკუთარ ბედს ხელში იღებს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მთავრობა და ისრაელის სახელმწიფო იზიარებს ირანელი ხალხის ბრძოლას, მისწრაფებებს თავისუფლების და სამართლიანობისკენ.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გასულ კვირას ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, წყვილმა ირანის საკითხი დეტალურად განიხილა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჩვენი საერთო პოზიცია, ერთი მხრივ, ნულოვანი [ურანის] გამდიდრების შესახებ და, მეორე მხრივ, ირანიდან 400 კილოგრამი გამდიდრებული მასალის გატანის და ობიექტების მკაცრი და რეალური ზედამხედველობის ქვეშ დაყენების აუცილებლობა", - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე