რეზონანსი
(04.01.2026)

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ბრუკლინის მეტროპოლიტენის წინასწარი დაკავების ცენტრში მიიყვანეს. ინფორმაციას CNN-ი ნიუ-იორკის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის სწრაფი რეაგირების ოფიციალურმა ანგარიშმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც მადურო შავი ჰუდით მიდის დერეფანში, სადაც ლურჯ ხალიჩაზე ჩანს წარწერა DEA NYD (ნიუ-იორკის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს აბრევიატურა).

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც, სავარაუდოდ, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე იმყოფებიან, ნიუ-იორკის აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა.

აშშ-მა ვენესუელაზე დარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად ქვეყნიდან ამერიკელმა სპეცრაზმელებმა გაიყვანეს. ვაშინგტონმა მადუროს ოფიციალური ბრალდებები წაუყენა - ნარკოტერორიზმი, კოკაინის კონტრაბანდა და იარაღის შენახვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე