რეზონანსი
(04.01.2026)

დაკავებულია კაცი, რომელმაც ბათუმში მეზობელი დანით დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას კაცმა მეზობელს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

პოლიციამ გ.ტ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე