რეზონანსი
(30.12.2025)

ქუთაისში, მეორე დღეა ინტენსიურად თოვს, რამაც ქალაქში პრობლემები შექმნა - მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილებაში მეორე დღეა, ეხმარებიან.
როგორც „ქუთაისი პოსტი“ წერს, ქალაქში გზების უმეტესობა გაუწმენდავია.
ამასთან, ქუთაისელების ნაწილს დილიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება, ნაწილს ბუნებრივი აირი, ნაწილს კი - წყალი.
ქუთაისში მეორე დღეა, თოვს. ადგილობრივების თქმით, მთელი ქალაქი, ფაქტობრივად, პარალიზებულია.
ფოტო: „ქუთაისი პოსტი“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



