რეზონანსი
(05.12.2025)

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა BBC-ის ფილმს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

„სინამდვილეში, „ქიმიური იარაღი", პორნოლიბერალური სპეცსამსახურების დავალებით, BBC-მ ჩვენი სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა! პოლიტიკური საწამლავი - გიგაურებით, ჩახნაშვილებით, ნანუაშვილებით, გრიგოლიებით, მეთუთიყუშეებით გააზავეს, რათა ცილისწამების შხამს ქართული ელფერი ჰქონოდა!“, - წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, BBC-ის ფილმში საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

თემასთან დაკავშირებით, აქციის მონაწილე გიორგი რომელაშვილმა ერთ-ერთი არხის ეთერში განაცხადა, რომ „დარბევის მეორე დღეს, ფოთლები სხვა შეფერილობის იყო და ქვებიც კი კოროზირდა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე