რეზონანსი
(05.12.2025)

ბიზნესმენ გელა ბარკალაიას სახლის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გორის მერიის თანამშრომელია - ლაშა მეტრეველი მერიაში მძღოლად მუშაობს. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

მან ცოტა ხნის წინ მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ, სიტყვით ისარგებლა. ლაშა მეტრეველი პოლიციელებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. 

"არ ვაღიარებ დანაშაულს. საერთოდ არ ვყოფილვარ ადგილზე. სახლში დამაკავეს გორში სოფელ ფლავში. ღამის 11 საათზე მოვიდნენ პოლიციელები და წამომიყვანეს მცხეთის განყოფილებაში. ვეუბნებოდი რომ არ ჩამიდენია დანაშაული. არავინ მიცემია-თქო. ამის შემდეგ დამიწყეს რტყმა თავში შუბლში თვალებში კისერზე მეორემ აღიარა და შენც უნდა აღიაროო" - ამბობს ბრალდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე