
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო მოსკოვში, უნგრეთის დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა და კრიტიკოსებს უპასუხა.
სიიარტოს თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ბევრს არ ესმის, ბევრი ცდილობს მის არასწორად გაგებას ან არასწორ ინტერპრეტაციას“.
„და მე მინდა მათ მხოლოდ ერთი რამ ვუთხრა: უნგრეთი სუვერენული ქვეყანაა. უნგრეთს სუვერენული საგარეო პოლიტიკა აქვს. ეს არის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება, საგარეო პოლიტიკა, რომელშიც გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიიღება“, - განაცხადა მან.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ბუდაპეშტი უკვე ცდილობს „ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას თურქეთთან, რომელიც დაბალანსებულია და უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



