რეზონანსი
(22.11.2025)

შემოდგომის ფესტივალი სიღნაღში - ქალაქის მთავარ მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე კულინარიული სივრცეებია მოწყობილი. ადგილზე მისული სტუმრებისთვის, შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი.

შემოდგომის ფესტივალზე პარლამენტის თავმჯდომარე, კანონმდებლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

"აღვნიშნავთ სიღნაღის შემოდგომის ფესტივალს. აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტმა გასულ წლებში დააფუძნა კინოსა და თეატრის საერთაშორისო ფესტივალი. წელს პირველად ჩაეყარა საფუძველი და ტარდება სიღნაღის შემოდგომის ფესტივალი, რომლის მიზანიც არის სიღნაღის მუნიციპალიტეტში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმზიდველობის ცენტრის პოპულარიზაცია,"- აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე